თემურ ჩხეიძის სახელოსნო

2014 წლის ოქტომბრიდან, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერდით, სამეფო უბნის თეატრში გაიხსნა თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი - თემურ ჩხეიძის სახელოსნო.

ცენტრი იმუშავებს სახელოსნოს პრინციპით, სადაც თეატრის რეჟისორები და დრამატურგები 2 სასწავლო წლის განმავლობაში, სამეფო უბნის თეატრის ბაზაზე სრულყოფენ თავიან პროფესიულ უნარებს, დაეუფლებიან შესაბამისი სპეციალობების თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს გამოჩენილი ქართველი რეჟისორის თემურ ჩხეიძის უშუალო ხელმძღვანელობით. 

სახელოსნოში მიღება ხდება კონკურსის წესით ორ წელიწადში ერთხელ. 

  • ცენტრის მიზანია მისცეს სივრცე ახალგაზრდა რეჟისორებსა და დრამატურგებს, რათა მათ სრულჰყონ თავიანთი პროფესიული უნარები. 
  • სასწავლო ჯგუფი შერეული ტიპისაა - დრამატურგები და რეჟისორები ერთად გადიან კურსს.
  • თვეში ერთხელ ეწყობა ღია და დახურული ლექციები, რომლებსაც მოწვეული პროფესიონალები უძღვებიან. 
  • თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრისა და სამეფო უბნის თეატრის ინიციატივით გაიმართა აქტუალური დრამის ფესტივალი "სასტიკი თეატრის დღეები", სადაც რეჟისორებმა პირველად გამოიყენეს მიღებული ცოდნა პრაქტიკულ მუშაობაში მსახიობებთან. 
  • დრამატურგებს დაევალათ პროზაული ნაწარმოების ინსცენირება.
  • მეორე სემესტრში სახელოსნო ამზადებს მოკლე ნოველებისგან შემდგარ სპექტაკლს, სადაც 3 დრამატურგის ორ-ორ პიესას სახელოსნოს 6 რეჟისორები გაახორციელებს. 
  • ითარგმნა და გამოიცა გამოჩენილი ბრიტანელი რეჟისორისა და თეატრის მკვლევარის კეიტი მიტჩელის "რეჟისორის ხელობა - სახელმძღვანელო თეატრისთვის" 
  • "ქართული სეზონი" - 2015-2016 წლის სეზონში სამეფო უბნის თეატრი თავის სცენას მთლიანად სახელოსნოს რეჟისორებსა და დრამატურგებს უთმობს, შედეგად დაიდგმება 6 ახალი ქართული პიესა. 

 

თემურ ჩხეიძე პასუხობს სამ კითხვას: რა არის თემურ ჩხეიძის სახელოსნო? რატომ უნდა იყოს? როგორი იქნება? 

თემურ ჩხეიძე - საკონსულტაციო შეხვედრა სახელოსნოში სწავლის მსურველებთან

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - "ოიდიპოსზე - მითზე და კაცზე" - (1 და 2 ნაწილი)

  

შეხვედრა დრამატურგ ლაშა ბუღაძესთან - "თანამედროვე დრამა" 

 

ოქტომბერი 2018
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1 2 3 4

ტკივილი არის ახალგაზრდობა

ტროელი ქალები