თეატრი

სამეფო უბნის თეატრი
დაარსდა 1997 წელს გამოჩენილი ქართველი მსახიობის იზა გიგოშვილის ინიციატივით. დღიდან დაარსებისა თეატრი ხელს უწყობს ინოვაციურ და თავისუფალ თეატრალურ ექსპერიმენტებს, თანამედროვე, ან საქართველოში ჯერ არ განხორციელებული დრამის პოპულარიზაციას, რითიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული თეატრის საზღვრების გაფართოებაში. 2008 წლიდან აქ აქტიურად მუშაობს ახალგაზრდული ჯგუფი, რომელმაც სამეფო უბნის თეატრს საქართველოს ფარგლებს გარეთაც მოუტანა პოპულარობა ფორმით ინოვაციური და თემატურად აქტუალური  სპექტაკლებით.  


2008-2011 წლებში სამეფო უბნის თეატრმა დააფუძნა 25 წუთიანი სპექტაკლების ფესტივალი „არდიფესტი,“ რომლის მიზანი ახალი სახელების აღმოჩენა და მათი წახალისება იყო. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ სწორედ „არდიფესტის“ ფარგლებში აღმოჩენილი რეჟისორები, დრამატურგები, მსახიობები, კომპოზიტორები და სცენოგრაფები წარმოადგენენ დღეს ქართული თეატრის ახალგაზრდულ სახეს.   


სამეფო უბნის თეატრი ასევე აქტიურადაა ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაში, მის ბაზაზე არსებობს „თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი –  თემურ ჩხეიძის სახელოსნო", რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა. თეატრი აქტიურად თანამშრომლობს გეტებორგის მუსიკისა და დრამის აკადემიასთან (შვედეთი) და თვეში ერთხელ მართავს პროფესიულ ღია ლექციებსა და  სემინარებს, უორქშოფებსა და მასტერ-კლასებს ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის, რომლებსაც ქართველი და უცხოელი პროფესიონალები უძღვებიან. 
სამეფო უბნის თეატრი რეპერტუარისთვის მასალის შერჩევისას ყოველთვის ითვალისწინებს სოციალურ ღირებულებებს, თანამედროვე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, რადგან გვჯერა, რომ თეატრი არის რეფლექსიისა და რეაგირების, დიალოგისა და ანალიზის სივრცე. 

ფესტივალები 

• Deutsches Theater Berlin - Autorentheatertage 2018 - Women of Troy & Prometheus / 25 Years of Independence  

• Fast Forward, EUROPÄISCHES FESTIVAL FÜR JUNGE REGIE - Women of Troy – winner of the Festival

•  BOZAR / Brussels, Belgium

• Performing Arts Biennale – Joenskoping / Sweden  

• moment: teater – Stockholm / Sweden

• Trident – Cherbourg / France

• SIBIU INTERNATIONAL FESTIVAL OF THEATRE / Romania

• Festival ‘Premieres’  - Badisches Staatsteater Karlsruhe / Germany

• 3LanderSpiel / Gerhart Hauptmann Theatre / Zittau / Germany   

• Gdansk Shakespeare Theatre / Poland  • Chekhov Festival – Youth Forum – Minsk / Belarus  

• HeatBatumi / Batumi Festival of Arts / Georgia

• YARAT – Contemporary Arts Space – Baku / Azerbaijan

 • National Theatre of Chisinau / Moldova

 • International Festival ‘Danail Chirpansky’ – Stara Zagora / Bulgaria

 • HighFest – International Theatre Festival – Yerevan / Armenia

 • International Theatre Festival – Kiev / Ukraine

 

 

სექტემბერი 2018
27 28 29 30 31 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ტკივილი არის ახალგაზრდობა

ტროელი ქალები