მზეთუნახავი / The Beauty

ავტორი და რეჟისორი: პაატა ციკოლია
Written and Directed by Paata Tsikolia 

სცენა და კოსტუმები: ქეთი ნადიბაიძე 
Stage and Costume Design by Keti Nadibaidze 

მონაწილეობენ: 
კატო კალატოზიშვილი, პაატა ინაური, მაგდა ლებანიძე, სალომე მაისაშვილი, გაგა შიშინაშვილი, იაკო ჭილაია

with Kato Kalatozishvili, Paata Inauri, Magda Lebanidze, Salome Maisashvili, Gaga Shishinashvili, Iako Chilaia

სპექტაკლის შესახებ: 

„მზეთუნახავი“ არის ზღაპარი დიდებისთვის. პარალელურად ვითარდება ორი ამბავი, რომლებიც ერთი შეხედვით, ერთმანეთს არ უკავშირდება. ერთი კრიმინალური ქრონიკაა, ნამდვილი ამბავით საფუძველში. მეორე კი კულტურიდან კულტურაში მოგზაური მხატვრული კონსტრუქციის - კოშკში გამოკეტილი ქალწულის - კიდევ ერთი დრამა. 

სხვადასხვა სამყაროების პერსონაჟები უცნაურად იზიარებენ თვისებებს და მდგომარეობებს. ზიარი აქვთ შიშები, ხილვები და სურვილები. გარემომ ისინი დაისაკუთრა. ტყვეობასთან გამკლავება მათი ერთადერთი ვნებაა. სიცოცხლე ჩანასახშივე გაუსაძლისია. გამოსავალი კი მხოლოდ სიკვდილია, მაგრამ სიკვდილიც შეუძლებელი და მიუწვდომელია. 

„მზეთუნახავის“ პოეტური ენა და კონცეპტუალური სცენოგრაფია - სასიამოვნო "სანახაობაა" და ჩნდება კონფლიქტი - სანახაობის მშვენიერებასა და შემზარავ ისტორიას შორის

The Beauty is a fairy tale for adults. Two storylines develop simultaneously, having nothing in common at first sight. One is a crime chronicle, based on a true story. The other is an artistic construct, traveling through cultures – yet another drama of a maiden imprisoned in a tower.

Strangely enough, the inhabitants of different worlds share common features and states. The environment has turned them into their property. Their only passion is to cope with their imprisonment. The life is unbearable since the moment of conception. The only way out is death, but it is impossible and unattainable.

The poetic language of The Beauty and its conceptual set design – is a spectacle and thus creates a conflict between the pleasurable sight and horrifying story. 

სალარო: 2996171 / www.biletebi.ge 

 ფოტო: ლევან ლეკო ჭყონია

ნოემბერი 2018
29 30 31 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 1 2

ტკივილი არის ახალგაზრდობა

ტროელი ქალები