ანტონ ჩეხოვი 

:::: დუელი :::: 

თემურ ჩხეიძის სპექტაკლი 

მონაწილეობენ: ნიკა თავაძე, გიორგი შარვაშიძე, ქეთა შათირიშვილი, დავით ხურცილავა, თორნიკე გოგრიჭიანი, ლილი ხურითი, ალეკო მახარობლიშვილი, გაგა შიშინაშვილი, ივა ქიმერიძე, ბექა ხაჩიძე, გიორგი რაზმაძე, ლევან სარალიძე 

თარგმანი და სასცენო ადაპტაციის ავტორი: თამაზ გოდერძიშვილი / მხატვარი: გოგი მესხიშვილი / ქორეოგრაფი: მარიამ ალექსიძე / მუსიკალური გაფორმება: მერი ბეროშვილი / 

:::1891 წელს დაწერილ მოთხრობაში მოქმედება კავკასიაში, შავი ზღვის სანაპიროზე ხდება. იმპერიის ცენტრიდან პერიფერიაში გამოქცეული საყვარლების, ნადეჟდა ფიოდოროვნასა და ლაევსკის ისტორიით ჩეხოვი თითქოს უპირისპირდება ტოლსტოის "ანა კარენინას" - პასუხისმგებლობის, მორალისა და ღირსების საკითხები აქ სულ სხვაგვარადაა წარმოჩენილი.

 

"შენი და ჩემი ღმერთი ერთია, ღმერთი ყველას ერთი ჰყავს, ოღონდ, ადამიანები არიან სხვადასხვანაირი. გინდ რუსი იყო, გინდა - თურქი ან ინგლისელი - სხვადასხვა ხალხი ბევრია, ღმერთი კი - ერთი! რად ბრაზობ? შენ მღვდელი ხარ, მე - მუსულმანი, შენ მეუბნები - მშიაო, მე პურს გაჭმევ... მხოლოდ მდიდარი არჩევს, რომელი ღმერთი ვისია, შენი თუ ჩემი. ღარიბისთვის კი სულ ერთია."

თემურ ჩხეიძის მრავალწლიან შემოქმედებაში "დუელი" ჩეხოვის ტექსტის პირველი დადგმაა.

 

 

 

 

იანვარი 2019
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 1 2 3

ტკივილი არის ახალგაზრდობა

ტროელი ქალები