► სამეფო უბნის თეატრი წარმოგიდგენთ გენიალური პოლონელი კინორეჟისორის, ქშიშტოფ კიშლიოვსკის "დეკალოგის" სასცენო ვერსიას

___ 1980–იანი წლების ვარშავა. დიდი ცვლილებების და ღირებულებათა გადაფასების დრო – რამდენად აქტუალურია ათი მცნების (დეკალოგის) მორალი თანამედროვე ცხოვრებაში? ტკივილით, სიყვარულით, სისასტიკითა და მელანქოლიით სავსე ამბები ერთმანეთსაა გადაჯაჭვული.

___ ქართულ–პოლონური კოპროდუქცია სამეფო უბნის თეატრის სცენაზე. "დეკალოგის" ეკრანებზე გამოსვლიდან 30 წლის შემდეგ პოლონელი რეჟისორი, ვოიტეკ ფარუგა სატელევიზიო სერიალის ორიგინალურ, თეატრალურ ადაპტაციას სთავაზობს ჩვენს მაყურებელს.

რეჟისორი და მხატვარი: ვოიტეკ ფარუგა / ინსცენირების ავტორი: დავით გაბუნია / კოსტიუმების მხატვარი: ქეთი ნადიბაიძე / კომპოზიტორი: იოანა ჰალშკა სოკოლოვსკა / მონაწილეობენ: ნანი ჩიქვინიძე, ნატა მურვანიძე, ზაალ ჩიქობავა, პაატა ინაური, კატო კალატოზიშვილი, გიორგი კიკვიძე, მაგდა ლებანიძე, სანდრო სამხარაძე, გიორგი შარვაშიძე, სოსო ხვედელიძე

 

ოქტომბერი 2020
28 29 30 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1

ტკივილი არის ახალგაზრდობა

ტროელი ქალები