30 წლის სოსო პატიოსანი, მშრომელი კაცია, მაგრამ მისი ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც აღმოაჩენს, რომ ერექციის პრობლემები აქვს. თამამი, ახალგაზრდული კომედია თანამედროვე ქართულ რეალობას გვერდიდან უყურებს - როგორ გვაიძულებს საზოგადოება, შევესაბამებოდეთ მამაკაცურობის შესახებ მიღებულ წარმოდგენას და რა ბრძოლის გადატანა უწევს გმირს ამ იდეალთან მისაახლოვებლად.
დავით გაბუნიას კომედია
ბეჩავი
მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლი
მხატვარი: ქეთი ნადიბაიძე
მუსიკა: ერეკლე დეისაძე
მონაწილეობენ: გაგა შიშნაშვილი, კატო კალატოზიშვილი, მაგდა ლენაბიძე, იაკო ჭილაია
სპექტაკლის ხანგრძლივობა: 70 წუთი / შესვენების გარეშე
ბილეთების დასაჯავშნად აკრიფეთ სალაროს ნომერი: 2 99 61 71
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ ვებ-გვერდზე: www.biletebi.ge