ტროელი ქალები

ომგამოვლილ კავკასიელ ქალთა ინტერვიუების, ევრიპიდესა და სხვა ლიტერატურული წყაროების მიხედვით 

რეჟისორი: დათა თავაძე
მასალა მოიპოვეს და დაამუშავეს: დავით გაბუნიამ და დათა თავაძემ
კომპოზიტორი: ნიკა ფასური

მონაწილეობენ: კატო კალატოზიშვილი, ნატუკა კახიძე, მაგდა ლებანიძე, სალომე მაისაშვილი, ქეთა შათირიშვილი

„სამეფო უბნის თეატრი ყოველთვის სთავაზობს თავის მაყურებელს შესანიშნავ, ჭკვიანურ, ლამაზ და ესთეტიკურად დამუშავებულ თეატრს მნიშვნელოვან თემებზე, მაგრამ „ტროელი ქალები" ბევრად აღემატება ყველაფერს, რაც აქამდე მინახავს!.."
„...ეს არის უსაზღვროდ ლამაზი სპექტაკლი, მაგრამ ესთეტიკა არ დგება მსახიობებსა და მაყურებელს შორის! „ტროელი ქალები" დროის მიღმაა, მაგრამ ამავდროულად, გამანადგურებლად აქტუალური სპექტაკლია!"
„მიუხედადავად სპექტაკლის სიმძიმისა, მასში მაინც რჩება სივრცე თამაშისა და სიცოცხლის ხალისისათვის და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რა ფანტასტიკური მსახიობები ჰყავთ საქართველოში!"
მარგარეტა სორენსონი EXPRESSEN (შვედეთი)

დოკუმენტურ მასალასა და ევრიპიდეს ლეგენდარული ,,ტროელი ქალების" დეკონსტრუქცია პირველ პირში გვიამბობს ომგამოვლილ ქართველ ქალთა ისტორიებს 1990-იანი წლებიდან დღემდე. მათი მონათხრობი, სპექტაკლის უმთავრეს ნაწილს შეადგენს, მასში ნათლად იკვეთება, რომ ქალთა მიმართ ძალადობის მანკიერი სურვილი საუკუნეების მანძილზე, ტროას ლეგენდარული ომიდან დღემდე, უცვლელი რჩება - ქალთა საჭიროებები ომის დროს იგნორირებულია, მათ ჩივილს არავინ უსმენს.
„ტროელი ქალები" წარმოადგენს მცდელობას, გავახმოვანოთ მიჩუმათებულთა პოზიცია, ქალთა მონათხრობებით წარმოვადგინოთ პოსტსაბჭოთა საქართველოს ტრაგიკული ისტორია, სადაც პირადი ხდება პოლიტიკური. 5 ახალგაზრდა მსახიობი გაგვიძღვება მოგზაურობაში ევროპის საზღვრებზე მიკარგულ უცნობ სამყაროში.

თებერვალი 2018
29 30 31 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 1 2 3 4

ტკივილი არის ახალგაზრდობა

ტროელი ქალები