თემურ ჩხეიძის სახელოსნო და სამეფო უბნის თეატრი წარმოგიდგენთ ჩვენი სახელოსნოს დრამატურგის დათა ფირცხალავას პიესას 
<<დიდი შესვენება>>

რეჟისორი: გიორგი ქათამაძე (თემურ ჩხეიძის სახელოსნო)
მხატვარი: შოთა ბაგალიშვილი (გოგი მესხიშვილის დიზაინის სკოლა)
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: თორნიკე გოგრიჭიანი, გაგა შიშინაშვილი, გიორგი ყორღანაშვილი, სოსო ხვედელიძე, გიორგი შარვაშიძე, ანა წერეთელი. 

სპექტაკლის შესახებ: 
სკოლის დამთავრებიდან 15 წლის შემდეგ კლასელები ერთმანეთს პირველად ხვდებიან. დროს უნდა მოეშუშებინა ძველი ჭრილობები, მაგრამ აქ, მათ საკლასო ოთახში ეს შეუძლებელია. ამ მერხებს ახსოვს სუსტის ჩაგვრა და ზღვარგადასული სისასტიკე. დათა ფირცხალავას პიესაში გზააბნეული ახალგაზრდები ცდილობენ, საკუთარი ბავშვობისთვის იძიონ შური.

სექტემბერი 2018
27 28 29 30 31 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ტკივილი არის ახალგაზრდობა

ტროელი ქალები