მარინა რევია

► 28, 29 ივნისს / პრემიერა! / თემურ ჩხეიძის სახელოსნო და სამეფო უბნის თეატრიწარმოგიდგენთ ნინო კასრაძეს ალექს ჩიღვინაძის ახალ პიესაში <<მარინა რევია>> 

რეჟისორი: გურამ ღონღაძე | მხატვრები: ნუცა ნინო ჭყონია, ავთო მოდებაძე (გოგი მესხიშვილის სახელოსნო) | მონაწილეობენ: ნინო კასრაძე | სალომე მაისაშვილი | მაგდა ლებანიძე | პაატა ინაური |

► მარინა რევიას თხუთმეტი წელია შვილები არ უნახავს - ციხეში იჯდა. თითქოს შვილები უნდა მიდიოდნენ და შემდეგ ბრუნდებოდნენ, აქ კი პირიქით: დედა დაბრუნდა. სახლი ზუსტად ისეთია, როგორიც ახსოვდა. ოჯახის წევრები კი შეიცვალნენ. დედის გამოჩენას არავინ ელოდა. მის მოსვლასთან ერთად თითქოს კარგად დავიწყებული წარსულიც ცოცხლდება: რა უნდა ახლა, დედა დაუძახონ? მისი გაკეთებული საჭმელი ჭამონ? ერთად იცხოვრონ როგორც ნორმალურმა ოჯახმა? 
დავიწყება და მოლოდინი, წყენა და მონატრება, ბრალდება და პატიება, ზიზღი და სიყვარული ერთმანეთს ცვლის და თანამედროვე ოჯახის ტრაგედიას გვიჩვენებს. 

პოსტერი: ბობო მხითარი 

► სალარო: 2996171 / Biletebi.ge • 

► სპექტაკლი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

მაისი 2018
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 1 2 3

ტკივილი არის ახალგაზრდობა

ტროელი ქალები