თარგმანები

► 7,8 ივლისს / 20:00 საათზე / ბრაიან ფრილის <<თარგმანები>> 

თემურ ჩხეიძის სპექტაკლი

► მე-19 საუკუნის ერთ პატარა ირლანდიურ სოფელში ინგლისელი ჯარისკაცები ჩამოსულან, მათი მისია ახალი რუკების შედგენა და გეოგრაფიული დასახელებების ინგლისურ ენაზე თარგმნაა, რაც ქვეყნის ისტორიის გადაწერის ტოლფასია. 
დიდი ცვლილებების მოლოდინში ვნებები მძაფრდება, პერსონაჟები სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ებმებიან, სადაც სასიყვარულო დრამა პოლიტიკურ ვნებათაღელვას კიდევ უფრო ამძაფრებს. 
თემურ ჩხეიძე მეორედ მიმართავს თანამედროვე ირლანდიური თეატრის კლასიკოსის, ბრაიან ფრილის ტექსტებს. ამჯერად თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით. ბრაიან ფრილის „თარგმანები“ 1980 წელს დაწერილი მსოფლიოში ცნობილი პიესაა, რომელსაც რეჟისორი ქართული თეატრის სცენაზე პირველად წარმოადგენს. 
► ბრაიან ფრილი <<თარგმანები>> თემურ ჩხეიძის სპექტაკლი • თარგმანი: დავით გაბუნია • რეჟისორის ასისტენტი: დათა თავაძე • მხატვარი: ელისაბედ ჭიჭინაძე (გოგი მესხიშვილის დიზაინის სკოლა) • ქორეოგრაფი: კოტე ფურცელაძე • ტექნიკური რეჟისორი: მაია სახლთხუციშვილი 
• მონაწილეობენ: დავით ხურცილავა, გაგა შიშინაშვილი და შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები: ანა-მარია გურგენიშვილი / ნატალია გაბისონია, ნიკა გოგიძე, სოფიო ზერაგია / ლიკა მაისურაძე, გიორგი რაზმაძე, ლევან სარალიძე, ივა ქიმერიძე, ბექა ხაჩიძე, ანასტასია ჭანტურაია •

პოსტერი დიზაინი: Bobo Mkhitar 
______________________________
► სალარო: 2996171 / biletebi.ge / სპექტაკლზე მოქმედებს სტუდენტური ფასდაკლება!
• თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ბილეთის ფასი: 3 ლარი
________________________________
სალარო: 2996171 / Biletebi.ge •

 

აგვისტო 2018
30 31 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 1 2

ტკივილი არის ახალგაზრდობა

ტროელი ქალები