18-ე სეზონი დაიხურა!

► სამეფო უბნის თეატრმა მე-18 სეზონი დახურა! მადლობა ჩვენს უძვირფასეს მაყურებელს ჩვენთან გატარაბული საღამოებისთვის! მადლობა თქვენი შეფასებებისა და სითბოსათვის! თქვენი გულშემატკივრობა და მხარდაჭერა ყველაზე დიდი სტიმულია! 
► მაყურებელი ყოველი სპექტაკლის თანაავტორია, ამიტომ მადლობას გიხდით, რომ გასული სეზონი ჩვენთან ერთად შექმენით!
► სამეფო უბნის თეატრის უმთავრესი მიზანი ყოველთვის ახალი სახელების აღმოჩენა და მხარდაჭერა იყო. ჩვენი თეატრის ისტორიაში არაერთი დებიუტი შედგა, არაერთმა ახალმა ჯგუფმა გადადგა პირველი ნაბიჯები. წელს კი განსაკუთრებით მოხარულები ვართ, რომ ჩვენი და თემურ ჩხეიძის სახელოსნოს თანამშრომლობის ფარგლებში ამ მიმართულებამ კიდევ უფრო ძლიერი სახე მიიღო და არაერთი დებიუტი წარვუდგინეთ მაყურებელს. მადლობა ყველა მსახიობს, დრამატურგს, რეჟისორს, მხატვარს კომპოზიტორს, ასევე, განსაკუთრებული მადლობა გოგი მესხიშვილის დიზაინის სკოლას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
► ჩვენ მოუთმენლად ველით ახალ შეხვედრებს თქვენთან მომავალ სეზონზე! 
• სამეფო უბნის თეატრის ჯგუფი გისურვებთ მშვიდობიან და სასიამოვნო ზაფხულს! 
მალე შევხვდებით! •

დეკემბერი 2018
26 27 28 29 30 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 1 2 3 4 5 6

ტკივილი არის ახალგაზრდობა

ტროელი ქალები