»ტროელი ქალები« მორიგ ევროპულ ფესტივალს ეწვევა

► სამეფო უბნის თეატრი »ტროელი ქალებს« მორიგ ევროპულ ფესტივალზე წარმოადგენს: სპექტაკლი მიემგზავრება ახალგაზრდა რეჟისორთა საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსზე »FAST FORWARD« ქალაქ ბრაუნშვაიგში (გერმანია).

ახალი ტანდემების შექმნას, თეატრის, როგორც აქტუალური არტისტული და სოციალური თვიგამოხატვის გააზრებას, თანამედროვე ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხების კვლევასა და ახალგაზრდა ხელოვანებისთვის მნიშვნელოვანი, ცენტრალური თემების გამოკვეთას ისახავს მიზნად ფესტივალი 
»FAST FORWARD« 

წლების მანძილზე ახალგაზრდა სახეების აღმოჩენითა და წახალისებით 
»FAST FORWARD«-მა უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიკავა მსოფლიო საფესტივალო რუკაზე, რადგან მაყურებელს ხვალინდელი თეატრის სახეს უჩვენებს. თავის მხრივ, მაყურებელს შესაძლებლობა ეძლევა აირჩიოს თავისი ფავორიტი სპექტაკლი ფესტივალზე და სპეციალური პრიზი გადასცეს. 

საერთაშორისო ჟიური კი შეარჩევს ახალგაზრდა რეჟისორს, რომელსაც მომავალ წელს ბრაუნშვაიგის სახელმწიფო თეატრში დადგმისთვის მოიწვევენ. 

ვუსურვებთ წარმატებას ჩვენს დასს გერმანიაში!!! 

__________
► 
»ტროელი ქალები« ბრაუნშვაიგში გაიმართება 24,25,26 ნოემბერს. 
►► 
http://staatstheater-braunschweig.de/festivals/produktion/details/die-troerinnen/ 
 

 

თებერვალი 2018
29 30 31 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 1 2 3 4

ტკივილი არის ახალგაზრდობა

ტროელი ქალები