მთავარი პრიზი "ტროელ ქალებს"
დათა თავაძეს მთავარი პრიზი გადაეცა ევროპის ახალგაზრდა რეჟისორთა ფესტივალზე - FAST FORWARD - სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლისთვის "ტროელი ქალები". 

ფესტივალი ქალაქ ბრაუნშვაიგში გაიმართა (გერმანია), სადაც 9 ქვეყნიდან წარმოდგენილი იყო საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორების სპექტაკლები. 

ფესტივალის პრიზი გულისხმობს დათა თავაძის სპექტაკლის "პრომეთე / დამოუკიდებლობის 25 წელი" ჩვენებას კარლსრუეში ETC-ს ფესტივალზე და თავად დათა თავაძის ახალ დადგმას, რომელიც დრეზდენის შეუშპილჰაუსში განხორციელდება 2018/2019 წ.წ. სეზონზე. 

ვულოცავთ ჩვენს თეატრს და ჩვენს დასს ამ წარმატებას! 
 
თებერვალი 2018
29 30 31 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 1 2 3 4

ტკივილი არის ახალგაზრდობა

ტროელი ქალები