თემურ ჩხეიძის სახელოსნო აცხადებს მიღებას!

► თემურ ჩხეიძის სახელოსნო აცხადებს მიღებას!

••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••

► საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სამეფო უბნის თეატრის გაიხსნა თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი - თემურ ჩხეიძის სახელოსნო.

••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••

► ცენტრი იმუშავებს სახელოსნოს პრინციპით, სადაც თეატრის რეჟისორები და დრამატურგები 2 სასწავლო წლის მანძილზე, სამეფო უბნის თეატრის ბაზაზე სრულყოფენ თავიან პროფესიულ უნარებს, დაეუფლებიან შესაბამისი სპეციალობების თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს გამოჩენილი ქართველი რეჟისორის თემურ ჩხეიძის უშუალო ხელმძღვანელობით, ასევე სხვადასხვა მოწვეული პროფესიონალის მონაწილეობით.

••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••

► სახელოსნოში მიღება ხდება კონკურსის წესით.

სასწავლო ჯგუფი შერეული ტიპისაა - დრამატურგები და რეჟისორები ერთად გადიან პრაქტიკულ კურსს.

••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••

►► სახელოსნოში მიღების წესები:

1. სახელოსნოში მიიღებიან სრული უმაღლესი განათლების მქონე, 35 წლამდე ასაკის პირები.

2. სახელოსნოში რეგისტრაცია/განაცხადების მიღება დაიწყება 2017 წლის

• 1 მაისიდან 10 ივლისამდე

(ყოველდღე 12:00–18:00 საათამმდე)

• ასევე დამატებითი რეგისტრაცია შედგება

4 სექტემბრიდან 8 სექტემბრამბრის ჩათვლით.

3. განაცხადების მიღების ბოლო თარიღია 2017 წლის

8 სექტემბერი, 18:00 საათამდე.

4. სახელოსნოში სწავლა შეუძლია ნებისმიერი უმაღლესი განათლების მქონე პირს, თუმცა უპირატესობა მიენიჭებათ არჩეული სპეციალობის (რეჟისორი, დრამატურგი) უმაღლესი განათლების მქონე კანდიდატებს.

5. სახელოსნოში სწავლა უფასოა.

6. კურსი მოიცავს ორ სასწავლო წელს.

••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••

► განაცხადის ფორმის მისაღებად შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.ფოსტის მისამართზე: chkheidze.studio@yahoo.com / ჩვენი სახელოსნოს ფეისბუქის გვერდზე / სამეფო უბნის თეატრის სალაროში (ნაბეჭდი სახით)

► დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: 068 058 058

► სამეფო უბნის თეატრი: გია აბესაძის ქ. 10 / 2996171 •

 

მაისი 2018
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 1 2 3

ტკივილი არის ახალგაზრდობა

ტროელი ქალები