"ტროელი ქალები" ბაქოს ეწვევა

► ახლად დაარსებული თანამედროვე ხელოვნების "იარატი" ძალიან მალე ბაქოს სახელოვნებო ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ცენტრად იქცა, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა არტისტების პოპულარიზაციას, უთმობს სივრცეს აქტუალურ და გაბედულ ექსპერიმენტებს. 

► სამეფო უბნის თეატრისთვის ეს იქნება პირველი გასტროლი აზერბაიჯანში. ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან და მოკრძალებული წვლილის შეტანა ჩვენი კავშირების გამყარებასა და განვითარებაში. 
 

________________________________

• სამეფო უბნის თეატრის "ტროელი ქალები" თანამედროვე ხელოვნების ცენტრ "იარატში" 
2 ნოემბერს გაიმერთება.
• დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.yarat.az/

ტროელი ქალები

ომგამოვლილ კავკასიელ ქალთა ინტერვიუების, ევრიპიდესა და სხვა ლიტერატურული წყაროების მიხედვით 

რეჟისორი: დათა თავაძე
მასალა მოიპოვეს და დაამუშავეს: დავით გაბუნიამ და დათა თავაძემ
კომპოზიტორი: ნიკა ფასური

მონაწილეობენ:  კატო კალატოზიშვილი / იაკო ჭილაია, ნატუკა კახიძე, მაგდა ლებანიძე, სალომე მაისაშვილი, ქეთა შათირიშვილი,  



დოკუმენტურ მასალასა და ევრიპიდეს ლეგენდარული ,,ტროელი ქალების" დეკონსტრუქცია პირველ პირში გვიამბობს ომგამოვლილ ქართველ ქალთა ისტორიებს 1990-იანი წლებიდან დღემდე. მათი მონათხრობი, სპექტაკლის უმთავრეს ნაწილს შეადგენს, მასში ნათლად იკვეთება, რომ ქალთა მიმართ ძალადობის მანკიერი სურვილი საუკუნეების მანძილზე, ტროას ლეგენდარული ომიდან დღემდე, უცვლელი რჩება - ქალთა საჭიროებები ომის დროს იგნორირებულია, მათ ჩივილს არავინ უსმენს.
„ტროელი ქალები" წარმოადგენს მცდელობას, გავახმოვანოთ მიჩუმათებულთა პოზიცია, ქალთა მონათხრობებით წარმოვადგინოთ პოსტსაბჭოთა საქართველოს ტრაგიკული ისტორია, სადაც პირადი ხდება პოლიტიკური. 5 ახალგაზრდა მსახიობი გაგვიძღვება მოგზაურობაში ევროპის საზღვრებზე მიკარგულ უცნობ სამყაროში.

 

ნოემბერი 2018
29 30 31 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 1 2

ტკივილი არის ახალგაზრდობა

ტროელი ქალები