ჩვენი კლასი [პრემიერა]

:::ჩვენი კლასი::: [პრემიერა] 
► 27,28 ოქტომბერი / 4,5 ნოემბერი / 20:00 / 
სამეფო უბნის თეატრის მეოცე სეზონი თემურ ჩხეიძის ახალი სპექტაკლით გაიხსნება. ახალგაზრდა მსახიობების ანსამბლი ტადეუშ სლობოდზიანეკის მომნუსხველ, სასტიკ დრამას წარმოგვიდგენს. 
აღიარებული პოლონური პიესის პირველი ქართული დრამა ებრაელთა ტრაგიკული ბედის შესახებ მოგვითხრობს: ყველაფერი 1930-იან წლებში იწყება. სკოლის მოსწავლეების მშვიდობიან თანაცხოვრებას ანტისემიტური ცრურწმენების შემოჭრა მოსპობს - დანაშაულისა და შურისძიების მანკიერ წრეს დასასრული არ უჩანს, კოლექტიური ბრალდება, უსარგებლო სიმართლე და ისტორია, რომელსაც ვერ განსჯი, ვერ შეცვლი, უკან ვერ წაიღებ.
სამეფო უბნის თეატრისა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კოპროდუქცია ] 
► სპექტაკლზე მოქმედებს სტუდენტური ფასდაკლებ / სალარო: 2996171 / Biletebi.ge

თებერვალი 2018
29 30 31 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 1 2 3 4

ტკივილი არის ახალგაზრდობა

ტროელი ქალები