ვეფხვი და ლომი / სეზონის გახსნა
ბადენის სახელმწიფო თეატრი [კარლსრუე, გერმანია] და 
სამეფო უბნის თეატრი 
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოგიდგენთ სპექტაკლს 

ვეფხვი და ლომი
დათა თვაძის სპექტაკლი 

ტექსტი: დავით გაბუნია 
მხატვარი  სებასტიან ჰანაკი
მუსიკა  ნიკა ფასური

 

მონაწილეობენ:
ანაგერლინდე  დოდენჰოფი, ტიმო ტანკი, ანტონია მორი, სონია ვეგენერი, გუნარ შმიდტი, ალექსანდერ კიუსტერსი. 

სპექტაკლის შესახებ:

1937 წლის სტალინურ რეპრესიებს საქართველოში უამრავი ხელოვანი და ინტელექტუალი შეეწირა; მათ შორის იყო 100-ზე მეტი მწერალი. რა ხდება მაშინ, როდესაც ხელისუფლება ტოტალურ კონტროლს ამყარებს და ცდილობს, ჩანასახშივე ჩაკლას თავისუფალი გამოხატვის ნებისმიერი მცდელობა?

„ვეფხვი და ლომი“ დოკუმენტური წყაროების გამოყენებით შექმნილი ფიქციური ნაწარმოებია, რომელშიც პერსონაჟებს სახელები არა აქვთ. ისინი კრებითი სახეებია, რომლებიც საბჭოთა საქართველოს სისხლიანი ისტორიიდან ამოკრებილ მრავალ ბიოგრაფიას აერთიანებენ. ტიციან ტაბიძე, ოლია ოკუჯავა, მიხეილ ჯავახიშვილი... მხოლოდ რამდენიმე მათგანია, ვისი ტრაგიკული ბედიც წარმოდგენაში აისახა. ცენტრალური ადგილი კი პაოლო იაშვილის „პროვოკაციულ“ თვითმკვლელობას უჭირავს, მაჩაბლის ქუჩაზე, იმჟამინდელ მწერალთა კავშირში მომხდარ ტრაგედიას, რომლის უტყვი მოწმეები ვეფხვის და ლომის ფიტულები, დღემდე ინახება შენობაში.

გერმანულ-ქართულ კოპროდუქციაში რეჟისორი დათა თავაძე და დრამატურგი დავით გაბუნია კარლსრუეს თეატრის გერმანელ მსახიობებთან ერთად გვთავაზობენ ტრაგიკული მოვლენების დისტანცირებულ და მკაცრ ანალიზს; ეს არის შემოქმედებითი ჯგუფის მცდელობა, იპოვოს საწყისი წერტილი, საიდანაც უნდა „დაიწყოს ისტორია“.

სპექტაკლი განხორციელდა გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით

 

ხანგრძლივობა: 100 წუთი უანტრაქტოდ
ბილეთები: პარტერი - 35 ლარი | აივანი - 25 ლარი

 

ნოემბერი 2018
29 30 31 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 1 2

ტკივილი არის ახალგაზრდობა

ტროელი ქალები