"მზეთუნახავი" და "დემონები"

სამეფო უბნის თეატრი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოგიდგენთ: 

► 27 სექტემბერს // 18:00 // სპექტაკლს "მზეთუნახავი" [ავტორი და რეჟისორი: პაატა ციკოლია] 

► 29 სექტემბერს // 20:30 // სპექტაკლს "დემონები" [ავორი: ლარს ნურენი / რეჟისორი: მიხეილ ჩარკვიანი] 

მზეთუნახავი“ არის ზღაპარი დიდებისთვის. პარალელურად ვითარდება ორი ამბავი, რომლებიც ერთი შეხედვით, ერთმანეთს არ უკავშირდება. ერთი კრიმინალური ქრონიკაა, ნამდვილი ამბავით საფუძველში. მეორე კი კულტურიდან კულტურაში მოგზაური მხატვრული კონსტრუქციის - კოშკში გამოკეტილი ქალწულის - კიდევ ერთი დრამა. 

სხვადასხვა სამყაროების პერსონაჟები უცნაურად იზიარებენ თვისებებს და მდგომარეობებს. ზიარი აქვთ შიშები, ხილვები და სურვილები. გარემომ ისინი დაისაკუთრა. ტყვეობასთან გამკლავება მათი ერთადერთი ვნებაა. სიცოცხლე ჩანასახშივე გაუსაძლისია. გამოსავალი კი მხოლოდ სიკვდილია, მაგრამ სიკვდილიც შეუძლებელი და მიუწვდომელია. 

„მზეთუნახავის“ პოეტური ენა და კონცეპტუალური სცენოგრაფია - სასიამოვნო "სანახაობაა" და ჩნდება კონფლიქტი - სანახაობის მშვენიერებასა და შემზარავ ისტორიას შორის. 

დემონები - ფრანკს შინ გარდაცვლილი დედის ფერფლი მოაქვს. დაპირების მიუხედავად, მის ცოლს სახლი არ დაულაგებია, არც ძმა და რძალი გამოჩნდებიან, რათა ერთად გამოეთხოვონ დედას. შეკავებული გრძნობები ერთიანად ამოხეთქავს, როცა მათთან სტუმრად მეზობლად მცხოვრები ოჯახური წყვილი ამოდის. ეს თითქოს ჩვეულებრივი საღამო თავშეუკავებელ, დამამცირებელ და სასტიკ დაპირისპირებაში გადაიზრდება, სადაც ორი ქალი და ორი კაცი საკუთარ დემონებს სრულ თავისუფლებას მისცემს.

დეკემბერი 2018
26 27 28 29 30 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 1 2 3 4 5 6

ტკივილი არის ახალგაზრდობა

ტროელი ქალები