დრამატურგების მიღება თემურ ჩხეიძის სახელოსნოში

► თემურ ჩხეიძის სახელოსნო აცხადებს დრამატურგების მიღებას! 

•••••••••••••••••••••••••••••••••••••••••
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სამეფო უბნის თეატრის ბაზაზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი - თემურ ჩხეიძის სახელოსნო. ცენტრი მუშაობს სახელოსნოს პრინციპით, სადაც თეატრის რეჟისორები და დრამატურგები 2 სასწავლო წლის მანძილზე, სამეფო უბნის თეატრის ბაზაზე სრულყოფენ თავიანთ პროფესიულ უნარებს, ეუფლებიან შესაბამისი სპეციალობების თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს რეჟისორ თემურ ჩხეიძის უშუალო ხელმძღვანელობით, ასევე სხვადასხვა მოწვეული პროფესიონალის მონაწილეობით.

2019 წელს გადაწყდა, რომ სახელოსნოში დრამატურგებისა და რეჟისორების მიღება გაიყოს: პირველი სამუშაო წელი [2019-2020] მხოლოდ დრამატურგებს დაეთმობათ. რეჟისორების მიღება კი 2020 წლის გაზაფხულზე მოხდება, რის შემდეგაც დრამატურგებისა და რეჟისორების ჯგუფები დაიწყებენ ერთობლივ სამუშაოს. 
•••••••••••••••••••••••••••••••••••••••
►► სახელოსნოში მიღების წესები:
1. მიღება ხდება კონკურსის წესით: 
- პირველი ტური: განაცხადისა და წარმოდგენილი დასრულებული პიესის განხილვა / გასაუბრება კანდიდატთან 
- მეორე ტური: წერითი სამუშაო 

2. სახელოსნოში მიიღებიან სრული უმაღლესი განათლების მქონე პირები.
3. სახელოსნოში მოხვედრის მსრუველმა უნდა წარმოადგინოს: 
- სრულად შევსებული განაცხადის ფორმა 
 
- ერთი დასრულებული პიესა 
4. სახელოსნოში რეგისტრაცია/განაცხადების მიღება დაიწყება 2019 წლის ___ 1 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე (ყოველდღე 12:00–18:00 საათამმდე) 
5. განაცხადების მიღების ბოლო თარიღია 2019 წლის 
10 ნოემბერი, 18:00 საათამდე. 
6. სახელოსნოში სწავლა უფასოა. 
7. კურსი მოიცავს ორ სასწავლო წელს.
••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••
► განაცხადის ფორმის მისაღებად შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.ფოსტის მისამართზე: chkheidze.studio@yahoo.com / ჩვენი სახელოსნოს ფეისბუქის გვერდზე.
► დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: 068 058 058 [12:00-18:00 საათამდე]
► სამეფო უბნის თეატრი: გია აბესაძის ქ. 10 / 2996171 •

 

აგვისტო 2019
29 30 31 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1

ტკივილი არის ახალგაზრდობა

ტროელი ქალები