რეჟისორების მიღება თემურ ჩხეიძის სახელოსნოში

► თემურ ჩხეიძის სახელოსნო აცხადებს რეჟისორების მიღებას!

► თემურ ჩხეიძის სახელოსნო 2014 წლიდან მუშაობს სამეფო უბნის თეატრის ბაზაზე. სახელოსნოში რეჟისორებსა და დრამატურგებს 2 წლის მანძილზე ეძლევათ სივრცე ექსპერიმენტული ძიებისთვის, ინდივიდუალური პროცესების გაღრმავებისთვისა და კოლაბორაციისთვის. პროცესი მიმდინარეობს რეჟისორ თემურ ჩხეიძის უშუალო ხელმძღვანელობით, ასევე სხვადასხვა მოწვეული პროფესიონალის მონაწილეობით, რომლებიც სახელოსნოს წევრებს ეხმარებიან პროფესიულ უნარების, შესაბამისი სპეციალობების თეორიული და პრაქტიკულ ასპექტების გაღრმავებაში.
► 16 დეკემბერს დაიწყო რეჟისორთა განაცხადების მიღება და გაგრძელდება 15 აპრილამდე.
•••••••••••••••••••••••••••••••••••••••
►► სახელოსნოში გაწევრიანების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
• სრულად შევსებული განახცადის ფორმა [განაცხადის ფორმის მისაღებად შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.ფოსტის მისამართზე: chkheidze.studio@yahoo.com]
• განხორციელებული სპექტაკლის, ან პერფორმანსის ჩანაწერი [DVD ფორმატში]

►►სახელოსნოში გაწევრიანების მსურველებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა გასაუბრებაში.

►► კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ არის სავალდებულო პროფესიული სარეჟისორო განათლების ქონა.

► სახელოსნოში რეგისტრაცია/განაცხადების მიღება შესაძლებელია 2019 წლის 16 დეკემბრიდან 15 აპრილამდე (ყოველდღე 12:00–18:00 საათამდე)
► განაცხადების მიღების ბოლო თარიღია 2019 წლის 15 აპრილი / 18:00 სთ.
► სახელოსნოს კურსი უფასოა.
► სახელოსნოში მუშაობა ორ სამუშაო წელს მოიცავს.
► კანდიდატისთვის ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს.

••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••

► დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: 568 058 058 [12:00-18:00 საათამდე]
► სამეფო უბნის თეატრი: გია აბესაძის ქ. 10 / 2996171 •

 

სექტემბერი 2020
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1 2 3 4

ტკივილი არის ახალგაზრდობა

ტროელი ქალები