პრემიერა / "დიდი შესვენება"

თემურ ჩხეიძის სახელოსნო და სამეფო უბნის თეატრი წარმოგიდგენთ ჩვენი სახელოსნოს დრამატურგის დათა ფირცხალავას პიესას "დიდი შესვენება", რომელიც სახელოსნოს რეჟისორმა გიორგი ქათამაძემ დადგა. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: თორნიკე გოგრიჭიანი, გაგა შიშინაშვილი, გიორგი ყორღანაშვილი, სოსო ხვედელიძე, გიორგი შარვაშიძე, ანა წერეთელი. სპექტაკლის მხატვარია შოთა ბაგალიშვილი გოგი მესხიშვილის დიზაინის სკოლიდან. პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

სპექტაკლის შესახებ:
სკოლის დამთავრებიდან 15 წლის შემდეგ კლასელები ერთმანეთს პირველად ხვდებიან. დროს უნდა მოეშუშებინა ძველი ჭრილობები, მაგრამ აქ, მათ საკლასო ოთახში ეს შეუძლებელია. ამ მერხებს ახსოვს სუსტის ჩაგვრა და ზღვარგადასული სისასტიკე. დათა ფირცხალავას პიესაში გზააბნეული ახალგაზრდები ცდილობენ, საკუთარი ბავშვობისთვის იძიონ შური.


 

თებერვალი 2018
29 30 31 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 1 2 3 4

ტკივილი არის ახალგაზრდობა

ტროელი ქალები